კოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, თბილისისა და მესტიის რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა.
ამის შესახებ განცხადება კოალიციის მედიაცენტრში "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით, მესტიის ყველა საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული. ის ასევე შევიდა გლდანში, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე უბნებზე, ამავე რაიონის მე-2 მიკრორაიონში 173-ე სკოლაში, მე-3 მიკრორაიონის მე-40 უბანში და 160-ე და 167-ე სკოლებში. ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმი შევიდა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრები ითხოვენ შველას. 10 შეიარაღებული სპეცრაზმელის შესვლის ფაქტი დაფიქსირდა ხაშურის 44-ე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი განმარტები, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ უწყებათაშორის კომისიას უკვე მიაწოდეს.
"მიმდინარეობს ინფორმაციის ინგლისურად თარგმნა, რათა ის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს გადავუგზავნოთ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.