პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ მცირე ხარვეზების მიუხედავად სარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
წიკლაური მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს დაელოდონ საბოლოო შედეგებს და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს.
"ამომრჩეველთა აქტიურობა თითქმის ყველა რეგიონში არის მაღალი, რაც მიანიშნებს იმას, რომ დემოკრატიული პროცესის მიმართ არსებობს მაღალი სანდოობა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო პოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ეუთოს მისიის პოზიცია არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ყველანი უნდა დაველოდოთ ამას, მივიღოთ შემდეგ ის შედეგები, რომლებიც იქნება გამოცხადებული და გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ახალი დემოკრატიული პროცესის მიმართულებით", _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.