აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს თბილისში "ქართული ოცნების" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ აფრთხილებს.
"თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს შეადგენდეს, - სნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
"აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი. თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” საელჩოში განუცხადეს, განცხადება გაფრთხილებითი ხასიათისაა, რათა საქართველოში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა თავი მოარიდონ თავშეყრის ადგილებს და თავიანთი ცალკეული საქმიანობა დაგეგმონ ეფექტურად.
განცხადების ტექსტი საელჩოს ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაზე გავრცელებული.