"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ლაგოდეხში სპეცრაზმის ავტომობილებია მობილიზებული.
"ამ წუთებში ლაგოდეხიდან გვანცობეს, რომ „ქართული ოცნების" ოფისის წინ მობილიზებულია სპეცრაზმის დანიშნულების ოთხი ავტომობილი. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, რომლებიც ოფისში იმყოფებიან, ხორცილდება სატელეფონო ზარები უცნობი პირებისგან. „ქართული ოცნების" წევრებს ატყობინებენ, რომ მათ თითქოსდა ლუკა კურტანიძე საქმეზე იბარებს, რათა ისინი შენობიდან გამოიყვანონ", - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.