უტა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი საფრანგეთის 31-ე საარჩევნო უბანზე დღეს დილით მივიდა.
"სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან მძიმე და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადატყდეს, ამიტომ აუცილებელია ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს", - განაცხადა უტა ივანიშვილმა.