საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა. მისი განცხადებით, უწყებათაშორის კომისიაში საარჩევნო უბნებზე დარღვევის შესახებ ინფორმაცია შევიდა.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიაში დილიდან ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც შეტყობინებებს ვიღებთ არა მხოლოდ, საარჩევნო პროცესის მქონე პოლიტიკურ სუბიექტების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. შენიშვნები შეეხება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას. ამ დროისათვის გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები, რომელიც შეხება ბიულეტენების რაოდენობას საარჩევნო უბნებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტება უკვე გააკეთა. ყველა უბანზე არის საკმარისო ბიულეტენი", _ განაცხადა კინწურაშვილმა.
მისი ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა საჩხერეშიც.
"მოხდა დარღვევები საჩხერეში, სადაც ბეჭდების აღრევა მოხდა. პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია და ცესკო იმსჯელებს იმ უბნის შესახებ, სადაც დარღვევა ფიქსირდება", _ განაცხადა კინწურაშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიაში დარღვევა შევიდა სპეცუბნებთან დაკავშირებითაც.
"შეტყობინება შემოვიდა სპეცუბნებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სპეცუბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მონაწილეობას, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სპეცუბნებში რეგისტრირებულ თავდაცვისა და შსს სპეციალური დანაყოფების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღონ ორივე არჩევნებში", -განაცხადა კინწურაშვილმა.
მისი განცხადებით, საარჩევნო დამკვირვებლების ნაწილმა, რომელთაც აკრედიტაცია ვერ მიიღეს, ცესკოში შესამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს.
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლების ნაწილმა ვერ წარადგინა სათანადო ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნაა", - განაცხადა უწყებათაშორისი კომისიის წევრმა.