საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. "Washington Post", "Financial Times", "Euronews", "CNN" და "BBC", ეს არასრული ჩამონათვალია იმ მედია საშუალებების, რომლებმაც ყურადღება დაუთმეს საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
"Financial Times": ვარდების რევოლუციით მოსული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. ატმოსფერო დედაქალაქში დაძაბულია. არის შიში, რომ ოპოზიციური კოალიცია "ქართულმა ოცნება" ოფიციალური შედეგების მიხედვით წაგების შემთხვევაში ქუჩის პროტესტს გეგმავს, რასაც ხელისუფლებისაგან საპასუხო ძალადობა მოჰყვება".
მკვეთრად პოლარიზებული არჩევნები საქართველოში,ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Washington Post"-ი.
"დღეს რეგიონში ექსტრაორდინალური რამ ხდება, სადაც ავტოკრატია ნორმად არის ქცეული, ნაციონალური მოძრაობის შესუსტება, განსაკუთრებით სკანდალური ვიდეოების ჩვენების შემდეგ დაიწყო, ეს ქმნის იმის შეგრძნებას, რომ ისმება პასუხისმგებლობის საკითხი მთავრობისა, რომელმაც მიუხედდავად იმისა, რომ წარმატებით ებრძოდა კორუფციას და მოახდინა ქვეყნის მოდერნიზაცია, ვერ შეძლო ასეთივე წარმატებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა" - წერს "Washington Post"-ის ერთ-ერთი რედაქტორი ჯეკსონ დილი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება "CNN"-იც.
"აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო უაღრესად პოლარიზებულია და ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქართველოს ელექტორატი შეძრა ვიდეო კადრებმა, რომელშიც ასახულია ძალადობა საქართველოს ციხეებში და ოპოზიციის განცხადებით ეს ვიდეოები ადასტურებს იმ ძალადობის სისტემას, რაც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ დაამკვიდრა."- ამბობს "CNN"-ი და მოჰყავს ჯორჯ ვაშინგტონის ასოცირებული პროფესორის კორიველტის თვალსაზრისი, რის მიხედვითაც თუკი საარჩევნო პოლარიზება არჩევნების შედეგში აისახება, ეს შეიძლება ჯანსაღი იყოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ასე არ მოხდა შეიქმნება საშიში და არაპროგნოზირებადი გარემო.