თურქეთის გარეშე ევროკავშირი საკმარისად ეფექტური არ იქნება არსებულ საერთაშორისო კონიუნქტურაში და ევროკავშირის გარეშე თურქეთს რეგიონში საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ჰელსინკიში ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპული ქვეყნები, გავერთიანდეთ ევროპული გეოგრაფიის ფარგლებში, რათა ერთობლივად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე, განსაკუთრებით ახალ კონოუნქტურაში და ევროკავშირის გარეშე რეგიონში თურქეთს ვერ ექნება საკმარისი მხარდაჭერა. ამიტომ, ევროკავშირმა და თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად წინ უნდა წაწიონ მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ჰაკანმა..