"ქართული ოცნების" ბათუმის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ლიდერი სულხან ღლონტი ბათუმის #66 საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ღლონტმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ნათელა ბახტაძე პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს.
"ბათუმის #66 საარჩევნო უბანზე პატრულის თანამშრომლებმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ნათელა ბახტაძე წაიყვანეს იმ მოტივით, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიცრუეა", - განაცხადა ღლონტმა.
მისი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ნათელა ბახტაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოში ჰყავთ.
"ახლა პოლიციის სამმართველოსთან ვიმყოფები. ქალბატონი ნათელა დაჟინებით ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ", _ განაცხადა ღლონტმა.