გლდანის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა, ინგა გრიგოლიამ Facebook-ზე საკუთარი გვერდი გააუქმა. ინგა გრიგოლია, რომელმა გლდანის მაჟორიტარობაზე უარი არჩევნებამდე განაცხადა, რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია და მის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. როგორც მისი პარტიის წევრები აცხადებენ ინგა გრიგოლიაზე განხორცეილდა ზეწოლა და მანაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
მაჟორიტარობაზე უარის თქმის მიზეზად სულ სხვა არგუმენტი აქვს თავად გრიგოლიას, რომელმაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ 25 სექტემბერს Facebook-ზე დაწერა. "ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", -განაცხადა ინგა გრიგოლიამ სოციალური ქსელის მეშვეობით.