ცესკოს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა საარჩევნო ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის არსებული განსხვავების გამო განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, სხვაობა ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.
"მინდა შევეხოთ ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობასა და საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო ეს საკითხი, რომ ყველა დაინტერესებული პირისთვის ნათელი იყოს. განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი საზღვარგარეთ იმყოფება და ამომრჩეველთა ერთიან სიაში აქვს მინაწერი გაკეთებული: იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე. მათთვის ბიულეტინები საზღვარგარეთაა გაგზავნილი. თუ ამომრჩევლებს მინაწერი აქვთ გაკეთებული და შესაბამისი სტატუსი აქვთ, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არიან, მათი ბიულეტენები გაგზავნილია გამონაკლისის წესით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ა.შ.. ვფიქრობ, ეს თემა ძალიან ნათელია, რატომ არის განსხვავება ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ცესკოს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვრცელდება ინფორმაცია არასაკმარისი ბიულეტინების შესახებ.