არსებობს როგორც დესტაბილიზაციის ასევე პროვოკაციების მცდელობის საფრთხე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამის შესახებ საგარეო საქმეტა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნონო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმოიმადგენლებს და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ პროვოკაციის საფრთხეს, ისე როგორც დესტაბილიზაციის მცდელობას ადგილი ექნებოდა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში.
"სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ საქარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყურადღება გაემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ სწორედ ამ პერიოდში იყო დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართოპმასთაბიანი სამხედრო წვრთვნები, რომელიც ცნობილია "კავკაზ 2012"-ის სახელწოდებით", - განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არ არის შემთხვევითი ის გარემოებაც, რომ სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით შემოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე არ შეიძლება შემთხვევად იყოს მიჩნეული ის გარემიოება რომ სამხედრო გაძლიერებულ კონცენტრაციას აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ეს ვარაუდები უნდა ითქვას, რომ დასტურდება არამხოლოდ ჩვენი ინფორმაციით, არამედ უშუალოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მყისიერი რეაქცია მოახდინა ამ ფაქტზე და დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკანონო შეიარაღების გაძლიერებას აქვს ადგილი", - აღნიშნა კალადაძემ დაა დასძინა, - "რა საკვირველია ამ გარემოების გათვალისწინებით, რა საკვირველია არსებობს როგორც დესტაბილიზაციის ასევე პროვოკაციების მცდელობის საფრთხე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენი კომპეტანიციის ფარგლებში დაუყუნებლივ მივიღეთ ზომები და სადამკვირვებლო მისიებს სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდეთ".
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ინფორმაციით, ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შეინიშნება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების პერსონალის განლაგების შესაძლო ცვლილების შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რასაც მათი თქმით, ისინი ინტენსიურად აკვირდებოდნენ.
დამკვირვებლების ინფორმაციითვე, მონიტორები დამატებითი პატრულის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებით იყვნენ დაკავებული და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებოდნენ სიტუაციას.
„მისიამ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, თუმცა მდგომარეობაზე აქტიური კონტროლის მიზნით პატრულირება გააძლიერა. პატრულირების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შენიშნა. მისიამ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება გამოთქვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას მოახდენს.