,,პატრული სასჯელაღსრულების სამინისტროდან მაქსიმუმ ხვალ გავლენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა და აღნიშნა, რომ ციხეებში პატიმრებს აღარ უნდა სცემდნენ.
,,ჩემთვის პირველი ამოსავალი წერტილია, რომ საუბარი აღარ იყოს იმაზე, რომ ციხეში ვინმეს სცემენ. Eეს არის პირველი და მთავარი. მეორე, რაც ჩემთვის მთავარია ის არის, რომ ციხეში ჯანდაცვის პრობლემები მოგვარდეს.Pპატრული სასჯელაღსრულების სამინისტროდან მაქსიმუმ ხვალ გავა", _ განაცხადა ტუღუშმა.
მისივე განცხადებით პატიმრები, რომლებიც მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატრულის თანამშრომლები მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით 19 სექტემბერს შევიდნენ.