აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კომპანიის ფარგლებში დისკოთეკის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც მრავალი ცნობილი სახე დაესწრო.
ობამას მხარდამჭერ დისკოთეკაზე მიწვეული იყო რეპერი ჯეი-ეი და მისი მეუღლე, პოპ მომღერალი ბიონსე.
"ჯეი-ეის წყვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩვენ", - იხუმრა იხუმრა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ.
ობამას საღამოზე დასასწრებად მსურველებმა ბილეთში 40 ათასი დოლარი გადაუხადეს და მასზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ცნობილი სახე მივიდა. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდება.