არა ძალადობას!!! არა არაადამიანურ მოპყრობას!!!!, - ასე ეხმიანება მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტს. განცხადება ხუროშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ში თავის გვერდე გამოაქვეყნა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი წერს, რომ ყველა ვინც ამ წამების ორგანიზებას ახდენდა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
"ყველა ვინც ამ წამების ორგანიზებას ახდენდა, ვინც ახორციელებდა და ვინც თუნდაც რაიმე ფორმით თანამონაწილეობდა ამ არაადამიანურ მოპყრობაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ!!!! იმ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც მეც მივეკუთვნები ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა გაბრაზებული ადამიანი, ( ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა უკვე პოლიტიკურ კუთვნილებას ) საჯარო უნდა იყოს საქმის დეტალები და მაქსიმალურად გამჭირვალე გამოძიება!!! ნურავინ შეეცდება ხელოვნური წყალგამყოფი გადოს საზოგადოების წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით...... არა ძალადობას!!! არა არაადამიანურ მოპყრობას!!!!" წერს ხუროშვილი facebook-ის გვერდზე.