11-იდან ორი ჩინური საპატრულო გემი, რომლებიც იაპონიის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს პატრულირებენ, ჩინეთთან სადავო სერკაკუს (ჩინური დასახელება დიაიოუდაო) კუნძულებთან იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ ზღვაზე უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
იაპონიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში ერთბაშად 11 გემის გამოჩენა უპრეცედენტო შემთხვევაა. ამასთანდ, იქ არც ერთი გემი თევზმჭერი არ არის, როგორც ამას ჩინეთის მედია ავრცელებდა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული კვირის ბოლოს იაპონიამ ჩინეთთან ხუთი სადავო კუნძულიდან სამის ნაციონალიზაცია მოხდინა და ისინი კერძო მფლობელისგან შეისყიდა. მრავალათასიანი ანტიიაპონური გამოსვლები, იაპონური მაღაზიების, რესტორნებისა და დაწესებულებების დარბევა ჩინეთში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.
პეკინი და ტოკიო კუნძულების ზონაში საზღვარზე ვერ თანხმდებიან. იაპონია ამტკიცებს, რომ კუნძულები 1895 წლიდან მისია, პეკინში კი აცხადებენ, რომ იაპონურ რუკებზე, რომლებიც 1783-1785 წლებით თარიღდება, ეს კუნძულები, ჩინეთის ტერიტორიადაა მითითებული. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კუნძულები აშშ-ის მფლობელობაში იყო და აშშ-მ ისინი იაპონიას 1972 წელს გადასცა.