,,დიდი მეფე ბაგრატის მიერ აშენებული, ეს ხელქმნილი სასწაული არის საქართველოს ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერებაა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ. Pპრეზიდენტმა პატრიარქს გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მე მინდა, მის უწმინდესობას ვუთხრა დიდი მადლობა ამ დიდი ინიციატივისთვის, ამ დიდი ტაძრის აღდგენისთვის, ისევე როგორც ყველა იმ ტაძრის აღდგენისთვის, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, უშუალო მონაწილეობით აიგო ბოლო წლებში საქართველოში.
ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ სამების ტაძარი, აღდგენილი ბაგრატი, ფოთის უბრწყინვალესი საკათედრო ტაძარი, რომლიც უახლოეს დღეებში იკურთხება და რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაუბრუნდა ჩვენს ეკლესიას. ასობით აღდგენილი სხვა ტაძარი. მთლიანად ახლიდან გააზრებული და ახლიდან აღდგენილი ბრწყინვალებით მცხეთა, სვეტიცხოვლის მიდამოები და თვითონ სვეტიცხოველი, დარიალის ტაძარი და დარიალის მთელი სამონასტრო კომპლექსი, იმერეთში მოწამეთა ტაძარი, აღდგენილი გელათის აკადემია, წმინდა გიორგის ტაძარი ახალციხეში. Mმე უბრალოდ მეშინია რომ არაფერი არ გამომრჩეს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი აღორძინების პერიოდი, არა მხოლოდ ტაძრების, როგორც შენობების აღდგენის, ეს არის საგანმანათლებლო ცენტრების, როგორც ხალხმრავალი ქადაგების ადგილების, პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების გაღვივება", _ განაცხადა პრეზიდენტმა.