საარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილე პარტიებს მონიტორინგის დასრულების შემდეგ მოუწევთ დასკვნის გაკეთება. ეს გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. საკითხი კი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა. როგორც მან აღნიშნა სიების მონიტორინგის განხორციელების სურვილი 12-მა პარტიამ გამოთქვა აქედან კი ნახევარი არჩევნებში მონაწილებას არ აპირევბს და მისი თქნით ეს გადაწყვეტილება უკვე იწვევს ეჭვს თუ საარჩევნო მონიტორინგისათვის გამოყოფილ თანხას ეს პარტიებ რაში დახარჯავენ.
სწორედ ამიტომ ვეფხვაძე ითხოვს, რომ პარლამენტში შემუშავდეს მექანიზმი, რომლითაც საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ვეფხვაძის ამ ინიციატივამ უმრავლესობას შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ტექნიკურად ამის განცხორციელება იქნება შეუძლებელი და რაც მთავარია ამ შემთხვევაში ოპოზიცია ხელისუფლებას დააბრალებს რომ "ოპოზიციას აკონტროლებს".
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი ლევან ვეფხვაძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მონიტორინგის პროცესი რაიმე ფორმით უნდა გაკონტროლდეს, თუმცა მისი თქმით, კონტროლი უნდა განხორცილედეს არა პროცესზე არამედ მონიტორინგის შედეგზე.
"ვეთანხმები ბატონ პალიკოს, რომ პარტიების ქმედებას თუ რაში ხარჯავენ ფულს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ არც ისე უნდა გამოვიდეს, რომ პარტიებმა რაშიც უნდათ დახარჯონ ფული და შემდეგ დაიწყონ ზოგადი ლაპარაკი, რომ სიები უვარგისია. ამისათვის კი მათ მოუწევთ თქვან, რომ სიები არის კარგი ან დასაბუთონ ის ხარვეზები რასაც მონიტორიგის დროს აღმოაჩენენ. წინაარმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მათ სიების მონიტორინგი არ განხორციელებიათ", _ აცხადებს მაჭავარიანი.