საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს სტრატეგიას "მსოფლიო თანამეგობრობა" მხარს 100 %-ით უჭერს.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირეისას ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობდა.
"სტრატეგიულ დოკუმენტზე კონსუტაციები გაიმართა არა მხოლოდ დასავლელ ექსპერტებთან არამედ საგარეო უწყების წარმომადგენლებთანაც, ამანაც განაპირობა ის რომ მსოფლიო თანამეგობრობა სახელმწიფო სტრატეგიეს მხახარს 100 %ით უჭერს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძე ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით რიგი საელჩოების მიერ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებებსაც მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით მხარდაჭერა გაგრძელდება.
შეგახსენბებთ, რომ ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას ხვალ ევროსაბჭო მინისტრთა კომიტეტში წარადგენს.