25 აპრილის ღამეს რუსებმა დნიპროზე მასირებული იერიში მიიტანეს.
ვრცელდება ინფორმაცია მასშტაბური ხანძრების შესახებ, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი.
ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ განჯას ცნობით, დაშავებულთა შორის 9 წლის ბავშვია.
განჯას ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, ავტომობილები და მაღაზია.
მისივე ცნობით ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ადგილზე გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.