კოალიცია "ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს თეა წულუკიანი სანზონაში, ერწოს ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც კომუნალური გადასახადების გამიჯვნას, დავალიანებების ჩამოწერას, ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვასა და უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე კითხვები დაისვა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმებთან დაკავშირებით. დეპუტატობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ოცნების გაყალბების საწინააღმდეგო სვლებზე და მოსახლეობას საარჩევნო ყუთებთან აქტიურობისკენ, ასევე ბიულეტინებთან ბეჭდის ყურადღებით შემოწმებისკენ მოუწოდა.
„თქვენი როლი ამ არჩევნებზე გადამწყვეტია, მაგრამ მარტივი, ყურადღებით დააკვირდით ბიულეტინებს, რომ ნამდვილად ჰქონდეს მას ბეჭედი და ხელმოწერები. ჩვენ კი ბოლომდე დავიცავთ თქვენ ხმებს. ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელი, პირველ ოქტომბერს თქვენი მხარდაჭერა კი ქართულ ოცნებას მომავალში რეალობად აქცევს"_მიმართა თეა წულუკიანმა მოსახლეობას.