"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის "ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
კახა ბასილიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსახლეობას უმუშევრობისა და ამორტიზირებული სახლების პრობლემა აწუხებს. ასევე, კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.
„ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს წლებია ავარიული სახლების პრობლემასთან ერთად უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული უსამართლოდ გაზრდილი ტარიფები აწუხებს. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება." - განაცხადა კახა ბასილიამ