ავღანეთში პროვინცია ვარდაკში აშშ-ის სამხედრო ბაზის ახლოს ორი აფეთქება მოხდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი. დაღუპულთა შორის 9 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 პოლიციელია.
აფეთქებების შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე განადგურებულია რამდენიმე ნაგებობა.
პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, შემდეგ კი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა.