თბილისის მერიამ "ქართულ ოცნებას" 29 სექტემბერს თავისუფების მოედანზე აქციის ჩასატარებლად თანხმობა უთხრა.
"2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური აქციის - მანიფესტაციის ჩატარებისთვის საარჩევნო ბლოკს ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" -ს ქ. თბილისის მერიის მიერ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად მიეცა თანხმობა", - ნათქვამია განცხადებაში. .
2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის მოთხოვნით, ქ. თბილისის მერიას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მიმართა საარჩევნო ბლოკმა ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"-მ.