თბილისის მერიამ ბერა ივანიშვილს თავისუფების მოედანზე კონცერტის ჩატარებისთვის ნებართვა არ მისცა.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ღონისძიების ჩატარება თავისუფლების მოედანზე მიზანშეუწონელია, რადგან მოცემული ღონისძიება გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას და ხელს შეუშლის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას.
"შპს ,,ქართულ ოცნებას" შეუძლია კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ისეთი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით არ შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა (მაგ. ვაკის პარკი, იპოდრომის ტერიტორია)", - ნათქვამია განცხადებაში.