"ის, რაც საქართველო-დაღესტანის საზღვარზე მოხდა, არის პოლიტიკური საკითხი და არა - სამხედრო. როგორიც იტყვიან, თუ დავფიქრდებით იმაზე, ვინ ნახა აქედან სარგებელი, მაშინ ადვილი მისახვედრია, ვინ მოაწყო ეს ყველაფერი", - ამის შესახებ ინტერნეტპორტალი ChechenCenter-ი წერს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რუსული მედიის პოზიციაზე, რომელიც კრემლიდან იმართება და ინტერესდება, რატომ მოახდიანეს მათ ასეთი მყისიერი რეაგირება და იმის ხაზგასმა, რომ საზღვარი რუსეთის ჯარს არ დაურღვევია და რომ ეს კავკასიელი ამბოხებულები იყვნენ?
რაც შეეხება KavkazCenter-ისა და "კავკასიის იმირატის" პოზიციას, გამოცემა წერს, რომ ეს არის მოვლადი უდუგოვის ვებგვერდი, რომელსაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.
"ამჯერადაც (ისევე როგოორც ყოველთვის) KavkazCenter-ი ცდილობდა თავისი წყაროები წარმოეჩინა, როგორც "კავკასიის იმირატის" პირდაპირი წყარო. თუმცა , რა თქმა უნდა, KavkazCenter თავისი წყაროების ინფორმაციას იღებდა კრემლიდან. რა თქმა უნდა, მოვლადი უდუგოვი დაწერს იმას, რასაც კრემლი ეტყვის", - წერს გამოცემა.
ამიტომაც, KavkazCenter-ი წერს, რომ ეს იყო "კავკასიის იმირატის" "ძალები", რომლებიც ცდილობდნენ დაღესტანში მოხვედრას, მაგრამ ქართულ მხარესთან მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. საიტერესოა, რატომ გადადიან ამბოხებულები ჩეჩნეთიდან დაღესტანში მოსახვედრად საქართველოში, მაშინ როდესაც ჩეჩნეთიდანაც შეიძლება დაღესტანში მოხვედრა, რა საჭიროა, ასეთი წრის გაკეთება და რისკის გაწევა? ამბოხებულებისთვის ხომ ზედმეტი მოძრაობა ყოველთვის სახიფათოა", - წერს ChechenCenter-ი.
ChechenCenter-ი წერს, რომ KavkazCenter-ის მიერ რუსული მედიის პოზიციის გამყარება და საზღვრის დამრღვევებად კავკასიელი ამბოხებულების დასახელება, ემსახურებოდა ერთ მიზანს - "დამნაშავეები ჩეჩნები არიან!".
"თუმცა ჩეჩნეთის იჩქერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი არც ერთი წარმომადგენელი არ გადასულა დაღესტანში, რომ შემდგომ ამ ბრძოლაში მოხვედრილიყო", - წერს ChechenCenter-ი.
გამოცემა ყუდაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ნამდვილად არ სჭირდებიდა ვითარების გართულება ამ მიმთთულებით. ასევე აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვა და შესაბამის უწყებებს მათი მუსულმანური წესების სრული დაცვით დაკრძალვა დაავალა.
ChechenCenter-ი სვამს კითხვას, რისთვის იყო საჭირო დაღესტნიდან ამ ძალების გადასვლა საქართველოში თუ მათ მიზანს ისევ უკენ დაბრუნება წარმოადგენდა? რეალურად ის, რაც დაღესტნისა და საქრთველოს მხრიდან ითქვა ეს იყო არაფრის თქმა, ეს არ იყო სრული სიმართლე.
"და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთადერთი მხარე ვინც ამ "კონფლიქტიდან" მოიგო იყო რუსეთის ხელისუფლება და პუტინი. რადგან მთელი მსოფლიო ახლა სირიის საკითხით არის დაკავებული, პუტინს უჩნდება კავკასიის პრობლემის გადაწყვეტის შანსი, რომელიც ეფუძნება ფორმულას "დაყავი და იბატონე"- წერს ChechenCenter-ი.