მარნეულში უკვე 10 წელია პროკრედიტ ბანკი ფუნქციონირებს და 6000-მდე კლიენტს წარმატებით ემსახურება. ფილიალის 10 წლის იუბილეზე კი ბანკი სრულიად ახალ შენობაში გადადის. რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალურად ბანკისათვის თანამედროვე და ახალი დიზაინით აშენებულ ფილიალში, კლიენტები 3 სექტემბრიდან შეძლებენ მომსახურების მიღებას.
ახალი ფილიალის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და მისი ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენდა. პროფესიონალ და გამოცდილ მშენებელთა გუნდს გერმანელი არქიტექტორი ზედამხედველობდა; მუდმივად მიმდინარეობდა მშენებლობის ხარისხის კონტროლი. ახალი ფილიალის ადგილიმდებარეობაც წინაწარ იყო განსაზღვრული,
რადგან ყველა კლიენტისათვის ადვილად მისასვლელი და მოსახერხებელი ყოფილიყო.
ახალი დიზაინი "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში" კონცეფციით შეიქმნა, რამაც კლიენტებისათვის ოპერაციების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება გახადა შესაძლებელი.
ბანკმა "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში" პირველად 2011 წლის იანვარშიდანერგა. მაშინ ახალ მომსახურებას კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ფილიალი სთავაზობდა. ამჟამად ყველა ფილიალის დიზაინი ახალი მომსახურების კონცეფციის შესაბამისად იცვლება.
"მოხარულნი ვართ, რომ ახალ შენობაში გადავდივართ. ეს სასიამოვნო სიახლე სასიხარულოა როგოც კლიენტებისათვის, ისე ჩვენთვის, ბანკის თანამშრომლებისათვის. ვცდილობთ, კლიენტებისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გარემო შევქმნათ. ახალი კონცეფციითა და თანამედროვე დიზაინის მქონე შენობა კი ამის წინაპირობაა. მარნეულის მოსახლეობას დღეიდან ახალ მისამართზე, რუსთაველის #58-ში ველოდებით."- განაცხადა პროკრედიტ ბანკის მარნეულის ფილიალის მმართველმა ზურაბ ფხაკაძემ.
"10 წლის განმავლობაში მთელი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა, ეს არც ისე ადვილი იყო. დღეს, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი კლიენტი გვენდობა და ჩვენც არაფერს ვიშურებთ იმისათვის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონის, მარნეულის მოსახლეობას სრული საბანკო მომსახურება და ღირსეული პარტნიორობა შევთავაზოთ.
ახალ შენობაში ჩადებული ინვესტიციაც ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობისსურვილზე მეტყველებს"- აღნიშნა პროკრედიტ ბანკი - საქართველოს გენერალურმა დირექტორმა საშა ტერნესიმ.