"ნაციონალურ მოძრაობის" პარტიულ სიაში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საზაფხულო დასაქმების პროგრამის Summer job-ის სპიკერი, მარიამ საჯაია იქნებიან. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ხაჩიძე ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ 15 კაცში იქნება. რაც შეეხება მარიამ საჯაიას, ის ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მეხუთე ნომერი იქნება.
საჯაიას რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თავად გადაუხადა მადლობა პროგრამის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
მარიამ საჯაია ყოფილი პარლამენტის წევრის ნაზი არონიას ქალიშვილია.
მოქმედი კანონდებლობის მიხედვით, გოგა ხაჩიძემ თანამდებობა 3 სექტემრამდე უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცესკოში სიას 1-ელ სექტემბერს წარადგენს.