დღეებს ვითვლი როდის წავალ პოლიტიკიდან. ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დილით ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.
"მეც არა ვარ ცუდი კაცი და ვთვლი, რომ ნორმალური გუნდიც მოვიყვანე. პოლიტიკაში მოსვლის სურვილი საერთოდ არ გამაჩნდა და ახლაც დღეებს ვითვლი როდის წავალ პოლიტიკიდან. ჩემს გამარჯვებაში კი დიდი წვლილი თავად სააკაშვილს მიუძღვის. თუმცაღა არც მე არ ვარ ცუდი კაცი და შეიძლება რაღაც ხიბლი ნახოს საზოგადოებამ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები