ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ ბლედში მეშვიდე ყოველწლიური სტრატეგიული ფორუმი იმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თორნიკე გორდაძის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ სენჩართან და ევროპარლამენტარ ტანია ფეონთან. ასევე, გაიმართება შეხვედრები ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ალეხანდრო იარასთან და მეწარმეთა ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ იანეზ პოდობნიკსა და აღმასრულებელ დირექტორ ტომაზ როგელთან.