„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟრიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი, ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე ავარიული სახლის მცხოვრებლებს შევხვდა , ის ადგილზევე გაეცნო არსებულ მდგმარეობას.
მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას „ქრიტიან- დემოკრატიული მოძრაობის" წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო და საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაზე , სამართლიან ტარიფების, ჯანდაცვისა და სოციალური ფინანსების სწორ განკარგვაზე.
ანიკაშვილი ასევე დავით ბეშაგურის ოჯახს ესტუმრა, კანდიდატის განცხადებით ბინა ავარულია, სახურავი დაზიანებული აქვს და წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ასევე მილებია დაზიანებული და სასნელი წყალი არის დაბინძურებული , რის გამოც ოჯახებს სასმელი წყლის ყიდვა უწევს.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლელს კორპუსის მცხოვრებლებმა მიმართეს ისან- სამგორის გამგეობას, რათა მათ ალტერნატიული ფართი გადასცემოდათ , თუმცა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძველი თბილისის ახალ პროგრამაში არის შესული.
„ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სპეციალური ფინდი და ასეთ დაზარალებული ადამიანები დაკმაყოფილდებიან ფართით ან ქირით იქნებიან უზრუნველყოფილები"- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები