"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონში მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებთან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც ჩამოყალიბებულია ექვს პუნქტიანი მოთხოვნა და კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია უკლებლივ ყველა პირობა შესრულდეს. კანდიდატმა შეკრებილებს ასევე "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო.
"ჩვენი ძალა არის თქვენში, ხალხის მხარდაჭერაში, ვისაც სჯერა, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად გულწრფელი განწყობით მოვიდა ქართულ პოლიტიკაში. მოვიდა იმის გამო, რომ თქვენი ყოფა-ცხოვრება შეცვალოს და იგი ყველა თავისი ნაბიჯის პასუხისმგებელია თქვენს წინაშე. ჩვენ, მთელი გუნდი, გაძლევთ პირობას, რომ რასაც დაგპირდებით, იმას შევასრულებთ " - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრის ბოლოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.