Facebook-ს საქართველოდან 802 ათას 740 მომხმარებელი ყავს. სტატისტიკური ინფორმაციით, Facebook-ის მომხმარებელთა რეიტინგში საქართველო 85-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ რეგიონალური მასშტაბით საქართველო შუალედურ პოზიციაზეა, რადგანაც მას ერთი პოზიციით (84-ე ადგილი) სჯობნის აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი საერთო რეიტინგში 113-ე ადგილს იკავებს.
ვებგვერდ socialbakers-ის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში Facebook-ის ქართველი მომხმარებლების რაოდენობა 2.92%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ექვს თვეში კი ზრდა 17.45%-ი იყო.
სტატისტიკის მიხედვით, Facebook-ის მომხმარებელღა რეიტინგში აშშ-ა, საიდანაც სოციალურ ქსელს ყველაზე მეტი მომხზმარებელი ყავს. Facebook-ზე აშშ-დან 163 მლნ 728 ათას 800 იუზერია რეგისტრირებული. Facebook-ის მომხმარებელთა რეიტინგის მეორე პოზიციაზეა ბრაზილია, ხოლო მესამეზე - ინდოეთი. რეიტინგის მიხედვით ბოლო 213-ე ადგილზეა ვატიკანი, საიდანაც Facebook-ზე მხოლოდ 20 ადამიანია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტკით 2012 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 497 ათას 600-ს შეადგენს.