აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან მიტ რომნიმ თავის კონკურენტს, მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ბრალს სდებს ზედმეტად რბილ დამოკიდებულებაში რუსეთის მიმართ.
მიტ რომნიმ პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მისი პოზიცია მოსკოვის მიმართ იქნება უფრო მკაცრი.
"ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩვენი მოკავშირეებისადმი იქნება მეტი ლოიალობა, ხოლო პუტინი ნახავს უფრო ნაკლებ მოქნილობას ჩვენი მხრიდან და დიდ სიმკაცრეს", - განაცხადა რომნიმ.
რესპუბლიკური პარტიის ყროლობაზე რომნის გამოსვლა ძირითადად ქვეყნის საშინაო პოლიტიკას მიეძღვნა, რაც შეეხება საგარეო მიმართულებებს ის ძალიან მოკლედ შეეხო რუსეთის, კუბის, ისრაელი, ირანის, პოლონეთის საკითხებს.
შეგახსნებეთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.