დღეს, 31 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო სია გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.
„გარკვეული ინტრიგა ჯობია ხვალისთვის დავტოვოთ. ხვალ გახდება ცნობილი „ქართული ოცნების" სიის პირველი ნომრის ვინაობაც",- განაცხადა ივანიშვილმა.