ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების მიხედვით, ირანმა ორჯერ გაზარდა ურანის წარმოება და ცენტოფუგების რაოდენობა მაისის შემდეგ 1000-ით გაზარდა. ამჟამად ირანს ქალაქ კუმის ლაბორატორიაში 2 ათასი ცენტროფუგა აქვს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ამავე დროს აცხადებს, რომ ირანი ხელს უშლის მისი სპეციალიტების მუშაობას პარჩინის ატომურ ობიექტზე.
სააგენტო მიიჩნევს, რომ საწარმოო აქტივობის პარალელურად მისი სპეციალისტების საქმიანობისათვის ხელისშეშლა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის იმის გარკვევას იქმნება თუ არა პარჩინის ატომურ ობიექტზე ბირთვული იარაღი.
ირანი კვლავინდებურად აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათს ატარებს.