„ქრისტიან - დემორატიული მოძრაობის " ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კაბა ბასილია ჩუღურეთის რაიონში გედევანიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
კახა ბასილიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კახა ბასილიას განცხადებით, მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობა, ამორტიზირებული სახლები, სასმელი წყლის მიწოდებისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
„მოსახლეობას არ აქვს გამართული მიწისქვეშა კომუნიკაციები, არ არის დანიშნული სამარშუტო ტაქსები, სახლები დანგრევის პირასაა და ხელისუფლება კი მხოლოდ სახურავების გადახურვით არის დაკავებული. ასევე, ადგილობრივებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყურადრება მიაქციოს აქ მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა იქნება მოგვარებული." -განაცხადა კახა ბასილიამ