„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჯორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ანიკაშვილის განცხადებით, ადგილობრივების ძირითად პრობლემას უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე მაღალი ტარიფების დაწესება წარმოადგენს.
მისივე თქმით ნაგავსაყრელი, რომელიც სოფელ დიდ ლილოში მდებარეობს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს შეუძლებელს ხდის.
„ჩვენი პროგრამა პასუხობს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დიდი ლილოს მოსახლეობას აწუხებს. „ქრისტიან დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებზე სამართლიანი ტარიფები დაწესდება, რაც თითოეული ოჯახის ყოფით პირობებს გააუმჯობესებს. ჩვენი შვილებისთვის ხელმისაწვდომი იქნება განათლება, მშობლები იქნებიან დასაქმებულნი და პენსიონრები იქნებიან დაფასებულნი." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა