ხალხმა რომ არ იფიქროს დებატებს თავს ვარიდებ თანახმა ვარ მერაბიშვილთან გამოვიდე, თუმცა ის ჩემს საპირწონედ ვერ გამოდგება, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებულ პროექტში - ტელედებატებში - მონაწილეობაზე.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, შეთავაზებული ფორმატი თვალთმაქცობაა, ვინაიდან მან დებატებში მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია და თვალთმაქცობა იქნება სადებატოდ ფსევდო ოპოზიციასთან დაჯდეს.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება, „ქრისტიან დემოკრატები" და „ლეიბორისტები" ერთი გუნდი არიან და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პარტიები ოპოზიციას წარმოადგენენ - სიცრუეა.
„ორი ძალა არსებობს რეალურად. მე დებატებში გამოვიწვიე სააკაშვილი, თუმცა ვიცი მას ამის თავი არ აქვს. ამიტომ ხალხმა რომ არ იფიქროს დებატებს თავს ვარიდებ თანახმა ვარ მერაბიშვილთან გამოვიდე, თუმცა ის ჩემს საპირწონედ ვერ გამოდგება. მას შეუძლია კიდევ მთავრობის სხვა წევრებიც დაიხმაროს. ასევე მოვუწოდებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაიხსენოს, რომ ქვეყანაში კანონი არსებობს და ეს ნუ ავიწყდება",- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები