ანა ლომინაძემ 2012 წლის 30 აგვისტოს, ძველი ქართული სამხედრო-საწვრთვნელი სტილით - „ხელფეხშეკრული კოლხურით" გადაცურა დარდანელის სრუტე. სტარტი აიღო ევროპის კონტინენტზე ქ. ეჯიაბათიდან სამხრეთით მდებარე დასახლება კილიტბაჰირთან 13 საათზე (თურქეთის დროით) დაფინიშთან მივიდა ქ. ჩანაქკალეს სამხრეთით მდებარე დასახლება ქეფეზის ნავმისადგომთან (აზიისკონტინენტი) 13:50 სთ-ზე. მან გაცურა 5 500 მეტრი 50 წუთში.
იგი ჩვენს პლანეტაზე გახდა პირველი ქალი (თანაც 17 წლი სსკოლის მოსწავლე), რომელმაც ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით გადალახა ევროპისა და აზიის გამყოფი დარდანელის სრუტე.
ანა ლომინაძემ ასპარეზო ბამიუძღვნა საკუთარი მწვრთნელის, ჰენრ იკუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს.
ამ ისტორიულ გადაცურვას ორგანიზაცია გაუწია და ხელმძღვანელობდა საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია.
ამმსოფლიოსარეკორდო-საგინესოასპარეზობასგვერდშიამოუდგათბილისისმერია, ცნობილიბარიტონილადოათანელი, სპორტკომპლექსი „ლაგუნავერე", ა/კ „თურქიშეარლაინზი", ჰოსპიტალების მართვის ჯგუფი „ავანტე",სასტუმრო „რედისონი", ანაკლიის ბანაკი „პატრიოტი", „დღის შოუ", მწერალი და მსახიობი გივისიხარულიძე...
როგორც ცნობილია, მარათონული გადაცურვის ბიზნესმენ ორგანიზატორებმა(Wilusa Tours და Turkish Rotari Clab) ანას უარი უთხრეს ხელფეხშეკრული კოლხურით გადაცურვაზე და მხოლოდ თავისუფალი სტილით გადაცურვაზე თანხმდებოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ინგლისური ფირმა Wilusa Tours-ის დირექტორი დათანხმდა, მაგრამ Turkish Rotari Clab-ი ვერ დავითანხმეთ. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერისკა და ნებართვის გარეშე გადაგვეცურა დარდანელი. აქ გადმოხვეწილი მშვენიერი ორი ქალბატონის ნათიასა და ნინოს საშუალებით მოვნახეთ კატერის მფლობელი Serdar-ი (კატერი BURAK- D), რომელიც საფასურის მიღების შემდეგ დაგვთანხმდა გამოგვყოლოდა გადაცურვის დროს. შევარჩიეთ ოფიციალური მარათონისგან 6 კილომეტრის მოშორებით ადგილი და სტარტი ავიღეთ იმ დროს, როდესაც სანაპირო დაცვის მთელი ყურადღება გადატანილი იყო 500 მარათონელის ცურვაზე. ანამ გამოავლინა სიმამაცე და ადვილად დაძლია აღნიშნული დისტანცია. გადაცურვის მთელი პროცესი უწყვეტ რეჟიმში გადაღებულია ვიდეოზე.