საქართველოში წარსული ვერანაირად ვერ დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის სახლში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართული თაბირისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ყურადაღება გაამახვილა ადრინდელ პერიოდზე, როდესაც პანკისის ხეობაში ურთულესი ვითარება იყო შექმნილი.
"თამაზ თამაზაშვილში ავერიეთ ეტყობა დღევანდელი მთავრობა. თამაზაშვილის დროს მიდიოდა იქ ტყვეებით ვაჭრობა, მე შენ ამას მოგცემ შენ იმას მომცემ, ნარკოტიკი გადამატანინე, იარაღი შემომატანინე. მახსოვს, თბილისში სტენდები იყო - ესა და ის ბიზნესმენი გატაცებულიაო. მახსოვს ფადი ასლის პარტნიორი ვაღაც გატაცებული და კიდე ბევრი ქართველი ბიზნესმენი. იყო ადამიანებით ვაჭრობა. პეტრე ცისკარიშვილი მაგალითად კუსტბიდან გაიტაცეს და თამაზაშვილები კიდე თვალებს გვიკრავდნენ როცა ცისკარიშვილი იყო გატაცებული. დღეს ეს სხვა საქართველოა და ვინც არ უნდა იხტუნაოს ის წარსული ვერანაირად ვერ დაბრუნდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.