"ამ მთების იქეთ, 12-15 კილომეტრში ყველაფერი დუღს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, ყვარლის სახლში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ჩრდილო კავკასიელებს საქართველოში მშვიდობიანი მიზნებით ჩამოსვლისკენ მოუწოდა.
"ამ მთების იქეთ, 12-15 კილომეტრში, ყველაფერი "დუღს". ვკითხულობდი ინფორმაციებს და დილიდან მიდის იქეთ უკვე შეტაკებები. წინა წლებში, რაც ხდებოდა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აქეთ მხარეს - აგერ მაგალითად ყვარელი შენდება წარმოუდგენელი ტემპებით და ვისაც უნდა ჩამოვიდეს და ნახოს. თელავში ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა, მაგრამ არა მხოლოდ აღვადგინეთ, რომ იქ ისეთი აღმშენებლობა მიდის, ეს რომ ჩრდილო კავკასიაში ვერც წარმოუდგენიათ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოძმეები აქ ჩამოვიდნენ მშვიდობიანად და ამ ყველაფრით დატკბნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.