კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა .
"დაღუპული სპეცრაზმელებიდან - წიკლაური და ჩოხელი ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ და ჩემი დაცვის წევრებთან მეგობრობდნენ. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს", _ დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.