საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ყვარლის სახლში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად თათბირი გამართა. პრეზიდენტმა აღნიშა, რომ ქვეყნისათვის მშვიდობა უმნიშვნელოვანესია.
"ის ვინც ეს ინციდენტი დააორგანიოზირა რამდენიმე ამოცანა ქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩვენი საბრძოლო გამოცდა. 2008 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის საბრძოლო ოპერაციებში ჩვენები არ ყოფილან. მინდა ვთქვა, რომ აშკარაა პროგრესი და მე ეს ძალიან მიხარია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ინცინდენტის ორგანიზატორების მეორე ამოცანა მათი იყო პროვოკაციის მოწყობა.
"მე ვფიქრობ რომ მათ ესეც არ გამოუვიდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაცა იყო. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს თუ რაიმე საბაბის შექმნა სურს ხოლმე - ასეთი რაღაცეები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება სწორედ მსგავსი საბაბების შექმნას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სსააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაცია იყო ურთულესი.
"მე თვითონ დღეს ვნახე, ურთულესი ხეობაა იმდენი ჩასასვლელი და ამოსასვლელია. იქ რომ 5 კაციც გამაგრებულიყო მნიშვნელობა არ აქვს რამდენ პოლიციელს გადაისვრი. ჩვენ გამოვიყენეთ ავიაცია, უპილოტოები. კარგია რომ ტექნიკური საშუალებები გვაქვს, მათ შორის გადაჭერის საშუალებები. ბევრად უფრო მდიდარ და ბევრი არმიის მქონე ქვეყანას გაუჭირდებოდა ამ ხარისხის ოპერაციის ჩატარება, ასეთ რთულ რელიეფში და რთულ გარემოში. რა თქმა უნდა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა რომ 3 ჩვენი მებრძოლი დაიღუპა, გმირულ გარემოში, მათ შორის პაციენტის გამოყვანას შეეწირა ჩვენი ექიმი. ესენი ძალიან კარგი მებრძოლები იყვნენ. ერთი მათგანი სამბოს ჩემპიონი იყო, მერე კიდე ძალიან კარგი სნაიპერი, ჩვენ მათ ვიცნობდით. თან შავნაბადა ისეთი იყო რომ ცხინვალიდან გამოვიდა დანაკარგების გარეშე და აქ ორი დაკარგა ერთბაშად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, - ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ჩრდილოკავკასიელები აქ გვინდა როგორც მეგობრები, ვიზიტორები, ტურისტები, უბრალოდ სახლში სტუმრები. ჩვენ გვინდა მათთან ვაჭრობა და ურთიერთობა. კავკასია არის ერთიანი მიუხედავად საზღვრებისა. მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი სივრცე. საქართველო ის არ არის რაც 90 იან წლებში იყო- მივედი, მოვედი ვინც მინდა ავიყვანე".