საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ლაფანყურში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას სპეცოპერაციის მნიშვნელობა გააცნო და განმარტა, რომ თანამედროვე საქართველოში ლეკიანობის დრო აღარ არის.
"მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ვერც პანკისში ბასაევის თარეში და ვერც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვეღარავინ ვერ გაიმეორებს. ქედს იქეთაც ჩვენი ძმები არიან, მაგრამ შეუძლიათ ჩამოვიდნენ მშვიდობიანად, სასაუბროდ, სავაჭროდ, საურთიერთოდ, სუფრაზეც დიდი სიამოვნებით ყველას მივიღებთ, მაგრამ იარაღით გამოვისეირნე და ვისაც მინდა დავიჭერ ავიყვან, რასაც მინდა ვიზავ და თქვენ არაფერი არ ქნათ - ეს ვის ინტერესებშიც შედის ყველამ კარგად ვიცით. ვფიქრობ, რომ კახეთის მოსახლეობა დარწმუნა, რომ საქართველოში ხალხი დაცულია. ძალიან რთული ოპერაცია იყო, რთული ხეობაა, აქ 20 კი არა 5 რომ გამაგრებულიყო, მათი განეიტრალებაც გაძნელდებოდა. თუმცა ჩვენი ბიჭები, ჩვენი სპეცრაზმელები ძალიან ყოჩაღად მოიქცნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც. თუმცა ეს, რომ დაგვეშვა შესაძლოა მერე უფრო დიდი კრიმინალს მოეკიდებინა ფეხი.
ხელის აღმართვა ჩვენს მოქალაქეებზე არავის არ ეპატიება. კიდე ერთხელ ვიმეორებ, სუფრაზე დავპატიჟებთ, მაგრამ რას ნიშნავს ვირაცა წავიყვანე, ვიღაცა წამოვიყვანე. მათი მშობლები გიჟებს გვანდნენ. მე იმავე დღესვე ვერ გავიგე, მეორე თუ მესამე დღეს გავიგე, მაგრამ მათი მშობლების მდგომაროება როგორი იქნებოდა?! ზალღონით სავსეს, რომ გაუშვებ მშვიდობიანად და უცებ ვიღაცა დაადგება თავს და თავისი რაღაცა მიზეზებისთვის წაიყვანს. პირუტყვის წაყვანა არ შეიძლება და ადამიანის წაყვანა როგორ შეიძლება?! "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ლაფანყურის მოსახლეობასთან შეხვედრისას.