„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ გორგასლის 81 ნომერში მცხოვრები, წყალდიდობით დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
მოქალაქეების თქმით, 13 მაისის სტიქიურმა მოვლენებმა საცხოვრებლად უვარგისად აქცია მათი სახლები, ხელისუფლება კი პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
ზაზა გაბუნიას თქმით, ის ამ საკითხს თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დააყენებს და პასუხისმგებელ პირებს პრობლემის მოგვარებას მოსთხოვს.
ზაზა გაბუნია: „დღეს გორგასლის ქუჩაზე მოვინახულე ოჯახები, რომელთა არამხოლოდ სახლები არამედ ცხოვრებაც დააზარალა წყალდიდობამ. მათ დაკარგეს პირადი ქონება და სანაცვლოდ შესაბამის მხარდაჭერას ვერ იღებენ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, მე საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დავაყენებ ამ საკითხს და დავიცავ ყველა იმ მოქალაქის უფლებას რომელიც ამას საჭიროებს".