ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში ჩაცმულმა ბოევიკმა ნატოს სამი სამხედრო მოსამსახურე მოკლა.
შემთხვევა ავღანეთის სამხრეთით მოხდა.
აშშ-ის ჯარების წარმომადგენლის ინფორმაციით, თადამსხმელი ავღანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.
მიმდინარე წელს ნატოს 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ავღანელმა კოლეგებმა მოკლეს, გასულ წელს კი ასეთი 35 შემთხვევა დაფიქსირდა.
აშშ ავღანეთს მოუწოდებს უფრო მკაცრი კონტროლი დააწესოს ზალოვან სტრუქტურებში კადრების შერჩევაზე.