ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კახეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილი სპეციალური დანიშნულების სამსახურის ხუთ წარმომადგენლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში ხუთი დაჭრილი სამხედროა მოთავსებული, რომელთა სისოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი ჯარისკაცი ღუდუშაურის კლინიკაში კახეთიდან დილით ვერტმფრენით მიიყვანეს. მას ქვედა კიდურზე ღია ჭრილობა აღენიშნება. ჯარისკაცს ქირურიგიული ოპერაცია ჩაუტარდა და კიდურის ამპუტაცია საჭირო აღარ გახდა.