შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.