გამოცემა Best Selling Cars Blog-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დედამიწის მცხოვრებთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად, გასული წლის მსგავსად, Toyota Corolla მიაჩნიათ. წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში
586 ათას 381 ერთეული Toyota Corolla გაიყიდა.
რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზეა Ford Focus, რომლის მფლობელებიც წელს
502 ათას 834 ადამიანი გახდა.
მესამე პოზიციაზეა, Volkswagen Jetta. აღნიშნული მოდელის ავტომობილები, წელს მსოფლიოს მასშტაბით 456 ათას 367 ერთეულია რეალიზებული.